კალათბურთი

19:00 | 22.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ზუროსი: "მივაღწევთ საუკეთესო შედეგს საქართველოსთვის და ხალხისთვის, რომლებმაც ჩვენით უნდა იამაყონ“

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ავსტრალიასთან ამხანაგური მატჩის (81:86) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ყველაფერს გააკეთებენ, რომ ქართველმა ხალხმა მათით იამაყოს.

„პირველ რიგში მინდა, რომ მივულოცო ჩვენს მოთამაშეებს, მათ ბოლომდე იბრძოლეს და ეს არის შემართება, რომლის მიღწევაც ამ ტურნირზე გვინდა. რამდენიმე დღეში მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენს პირველ ოფიციალურ თამაშს გავმართავთ, ეს იქნება მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენი პირველი გამოჩენა.

ვიმედოვნებ, რომ მზად და ჯანმრთელად ვიქნებით, რათა ჩემპიონატი კარგად დავიწყოთ და ამ ტურნირით ვისიამოვნოთ. ვეთამაშებით მსოფლიოში რანგით მესამე გუნდს, ერთ-ერთ საუკეთესოს. მიხარია, რომ მეორე ნახევარში სწორი რეაგირება მოვახდინეთ, მეტი კონცენტრაცია და მონდომება ვაჩვენეთ. კარგია, რომ ტრავმებს არ შევუწუხებივართ, განსაკუთრებით ბოლო მოსამზადებელ მატჩებში. იმედი მაქვს, რომ ასე გაგრძელდება. გუნდი მზად იქნება და მივაღწევთ საუკეთესო შედეგს საქართველოსთვის და ხალხისთვის, რომლებმაც ჩვენით უნდა იამაყონ“, - თქვა ზუროსმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველ მატჩს 26 აგვისტოს, კაბო ვერდეს შეხვდება, 28 აგვისტოს, სლოვენიას, ხოლო 30 აგვისტოს - ვენესუელას.

0.116847