13:52 | 22.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ჩელსის“ ნახევარმცველი, ჩუკვუემეკა მუხლის ტრავმის გამო თვენახევარს ვერ ითამაშებს

„ჩელსის“ ნახევარმცველი, კარნი ჩუკვუემეკა მარცხენა მუხლის ტრავმის გამო, თვენახევარს ვერ ითამაშებს.

კლუბის პრესსამსახური წერს, რომ 19 წლის ინგლისელს ოპერაცია ორშაბათს, საღამოს ჩაუტარდა და მალე გამოჯანმრთელებას დაიწყებს. ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს თქმით, ჩუკვუემეკა დაახლოებით 6 კვირას გამოტოვებს.

ნახევარმცველმა პრემიერლიგის მე-2 ტურის მატჩში „ვესტ ჰემთან“ (1:3) ტრავმა მიიღო. მამანდე ჩუკვუემკამ „ჩაქუჩებს“ გოლი გაუტანა.

0.120854