ესპანეთის ქალთა ნაკრების ნახევარმცველმა და კაპიტანმა, ოლგა კარმონამ, აღიარა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებისა და მამის გარდაცვალების დღეს სრულიად განსხვავებული ემოციები განიცადა.
„ერთ წამში, ჩემი ცხოვრების საუკეთესო დღე მოულოდნელად ყველაზე უარესი გახდა. ვარსკვლავი, რომელიც ძალიან გვინდოდა, უკვე გვაქვს. ოღონდ არა მხოლოდ მკერდზე, არამედ ისიც, რომელიც ცაშია.“ - ციტირებს კარმონას სიტყვებს Marca.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებისთვის ესპანეთის ნაკრებმა მიიღო ეგრეთ წოდებული ჩემპიონის ვარსკვლავი, რომელიც ტიტულის მისანიშნებლად გუნდის ფორმაზე, ემბლემის ზემოთაა მოთავსებული.
კარმონამ ესპანეთის ოქროს გოლი გაიტანა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ (1:0), მატჩისშემდგომ ზეიმისას კი შეიტყო, რომ იმ წუთებში მამა გარდაეცვალა…