ფეხბურთი

11:46 | 22.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპული“ მაკ ალისტერის დისკვალიფიკაციას გაასაჩივრებს

„ლივერპულმა“ გადაწყვიტა ნახევარმცველ ალექსის მაკ ალისტერის დისკვალიფიკაცია გაასაჩივროს, რომელიც ინგლისის პრემიერლიგის მე-2 ტურის მატჩში „ბურნმუთის“ (3:1) წინააღმდეგ გააძევეს - წერსThe Athletic.

წყაროს ცნობით, თუ „წითლების" საჩივარი დაკმაყოფილდება, არგენტინელი „ნიუკასლთან" მომდევნო ტურის მატჩში მიიღებს მონაწილეობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნახევარმცველი გამოტოვებს ლიგის სამ მატჩს: „ნიუკასლთან,“ „ასტონ ვილასთან“ და „ვულვზთან.“

შეგახსენებთ, რომ ალექსის მაკალისტერს „ენფილდზე“ გამართული მატჩის 58-ე წუთზე წითელი ბარათი უჩვენეს, მეტოქე ნახევარმცველ რაიან კრისტისთან უხეშობისთვის.

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი „ლივერპულს“ ამ ზაფხულს შეუერთდა „ბრაიტონიდან. დღემდე, ფეხბურთელმა იურგენ კლოპის გუნდში ორი თამაშის გამართვა მოასწრო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109309