„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ, „ბოლონიასთან“ სერია A-ს პირველი ტურის მატჩი (1:0) შეაჯამა.
„ბალანსის საპოვნელად მეტი უნდა ვიმუშაოთ. ვინც ჩვენთან მოდის, იცის ფეხბურთის თამაში და ეს კარგია. ჩვენ მხოლოდ ოთხი ამხანაგური მატჩი გვქონდა, ეს სეზონის პირველი თამაშია, ამიტომ ბევრი სამუშაო გვაქვს გასაკეთებელი, მაგრამ სწორ გზაზე ვართ.
კმაყოფილი ვარ, რადგან ხელმძღვანელობას სახელები კი არ ვთხოვე, არამედ გარკვეული სათამაშო მახასიათებლებისა და მოედანზე კონკრეტული როლების შემსრულებელი მოთამაშეები. ასეთი ფეხბურთელები ვიყიდეთ. ძველები ახალწვეულებს გუნდთან სწრაფად შეგუებაში ეხმარებიან და ახალი მოთამაშეები უკვე ეჩვევიან მათთვის უჩვეულო ფეხბურთის სტილს. - ციტირებს პიოლის სიტყვებს Football Italia.
შეგახსენებთ, რომ 2022/2023 წლების სეზონში „მილანმა“ იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილი დაიკავა.