ვიგოს „სელტას“ ნახევარმცველის გაბრი ვეიგას ტრანსფერი „ნაპოლიში“ შეიძლება ჩაიშალოს, მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო შემოწმებაც კი დაგეგმილია.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, კლუბებს შორის პრობლემები რჩება და გარიგება საფრთხის ქვეშაა. კლუბებმა პირობები შეცვალეს, ესპანელი იტალიაში არ გაემგზავრა, დაგეგმილი სამედიცინო ვიზიტის მიუხედავად.
ჯერჯერობით, საბოლოოდ ტრანსფერი არ ჩაშლილა, შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს, მაგრამ ფაქტია, რომ პრობლემები წარმოიშვა.
ცნობილია, რომ „ნაპოლი“ 21 წლის ესპანელში „სელტას“ 30 მილიონ ევროს სთავაზობდა.