ფეხბურთი

0:33 | 22.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მილანის" დამაჯერებელი სტარტი სერია A-ში

იტალიის სერია A-ში წარმატებული სტარტი აიღო „მილანმაც“, რომელმაც ტურის დასკვნით შეხვედრაში „ბოლონია“ მისსავე მოედანზე 2:0 დაამარცხა.

„როსონერიმ“ მატჩი ბედი საწყის 21 წუთში გადაწყვიტა, როდესაც ოლივიე ჟირუმ და კრისტიან პულისიკმა გაიტანეს. ამერიკელს ჩინებული დებიუტი გამოუვიდა და პირველივე მატჩში გოლი გაიტანა.

დარჩენილ დროში საგოლე მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.

ამრიგად, „მილანმა“ სეზონი 3 ქულით დაიწყო, მომდევნო ტურში კი 26 აგვისტოს, „ტორინოს“ უმასპინძლებს.

„ბოლონია“ – „მილანი“ 0:2 (0:2)

გოლები: 0:1 ჟირუ (11), 0:2 პულისიკი (21)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109879