ფეხბურთი

21:48 | 21.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტი" დოკუს დაიმატებს

„რენის“ და ბელგიის ნაკრების ნახევარმცველი ჟერემი დოკუ კარიერას „მანჩესტერ სიტიში“ გააგრძელებს.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია და ტრანსფერი წესით მალე გაოფიციალურდება. ინგლისელები ფრანგულ კლუბს 60 მილიონ ევროს გადაუხდიან.

ჟერემი დოკუ „ანდერლეხტის“ აღზრდილია, 2020 წლიდან კი „რენის“ ღირსებას იცავს, სადაც 91 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი. ბელგიის ნაკრებში მის აქტივში 14 მატჩში 2 გოლია.

0.113637