ესპანეთის ქალთა ნაკრების ფეხბურთელ ოლგა კარმონას ორგვაროვანი 20 აგვისტო ჰქონდა - მან მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გადამწყვეტი გოლი გაიტანა, მატჩის დასრულების შემდეგ კი, მამის გარდაცვალების შესახებ შეიტყო...
„სიტყვები არ მაქვს, რომ მადლობა სათანადოდ გადაგიხადოთ. გუშინ საუკეთესო და ამავდროულად ყველაზე ცუდი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში...
ვიცი, რომ შენ მომეცი ძალა, რაღაც უნიკალურის მისაღწევად. ვიცი, რომ ჩემით ამაყობ, ეს ჩემპიონობა შენიც არის მამა, მშვიდად განისვენე“, - დაწერა კარმონამ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ქალთა ნაკრებმა ინგლისი 1:0 დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი ისტორიაში პირველად გახდა.