ფეხბურთი

15:44 | 21.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მოულოდნელი კოცნა..

ესპანეთის ქალთა საფეხბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი ისტორიაში პირველად გახდა, მატჩის შემდეგ მომხდარმა ფაქტმა კი ესპანური მედიის ყურადღება მიიქცია.

დაჯილდოების ცერემონიაზე ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუის რუბიალესმა მოულოდნელად ნაკრების ფეხბურთელ ჯენი ჰერმოსოს ტუჩებში აკოცა.

ეს კადრი არ გამორჩენიათ ესპანეთში, სადაც რუბიალესის საქციელს მიუღებელი უწოდეს. ესპანური ფეხბურთის პრეზიდენტი კი ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს, თქვა, რომ მთავარია ისინი მსოფლიოს ჩემპიონები არიან.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ინგლისის ნაკრები 1:0 დაამარცხა.

0.114664