„ფროზინონე“, სადაც გიორგი კვერნაძე თამაშობს, ახლოსაა „იუვენტუსს“ ფეხბურთელის კაიო ჟორჟეს ტრანსფერთან.
ტურინელები თანახმა არიან 21 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელი გაანათხოვრონ, რადგან მას სათამაშო პრაქტიკის მიღება სჭირდება. კაიო „ფროზინონეს“ იჯარით შეუერთდება, მაგრამ მისი გამოსყიდვის უფლება ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდს არ ექნება.
კაიო ჟორჟე „იუვემ“ 2021 წელს „სანტოსიდან“ დაიმატა, მაგრამ ბოლო 18 თვე ტრავმის გამო გაუცდა, რის გამოც ფორმის აღდგენა სჭირდება. მან პრესეზონზე ტურინულ გრანდში ერთი ამხანაგური თამაში ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.