ფეხბურთი

14:41 | 21.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

Il Mattino: "კვარაცხელია ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ ძალიან მაღალ ხელფასს ითხოვს"

„ნაპოლისთან“ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის განახლების საკითხი ისევ დღის წესრიგშია და აქტუალურია.

როგორც Il Mattino წერს, რომელიც „ნაპოლისთან“ დაახლოებული გამოცემაა, ქართველი ფეხბურთელი იტალიის ჩემპიონისგან ახალი კონტრაქტის განახლების სანაცვლოდ ხელფასის მკვეთრ მატებას ითხოვს.

წყაროს თანახმად, კვარაცხელიას წარმომადგენლები აურელიო დე ლაურენტისთან ფეხბურთელის პოზიციას დააფიქსირებენ და სეზონში 5 მილიონ ევროს მოითხოვენ. ამჟამად კვარას ხელფასი მხოლოდ 1.2 მილიონი ევროა, რითაც ხვიჩა „ნაპოლიში“ ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ გასულ სეზონში 43 მატჩში 14 გოლი გაიტანა, 14 საგოლე პასი გააკეთა და 5-ჯერ პენალტი მოიპოვა. მას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

0.113746