ფეხბურთი

13:01 | 21.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

დე პაულიც საუდის არაბეთში?

მადრიდის „ატლეტიკოსა“ და არგენტინის ნაკრების ნახევარმცველი როდრიგო დე პაული შესაძლოა „ალ-აჰლიში“ გადავიდეს.

ესპანური მედიის ცნობით, 29 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე არაბული კლუბი მუშაობს. ჯერჯერობით, ფინანსური დეტალები უცნობია.

როდრიგოს „როხიბლანკოსთან“ კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს და სეზონში 3.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

მიმდინარე სეზონში დე პაულმა „ატლეტიკოს“ მაისურით ორივე მატჩი ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132934