ფეხბურთი

10:28 | 21.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ალ-ნასრი" "სიტის" და "პორტუს" ფეხბურთელებს 90 მილიონ ევროდ დაიმატებს

„ალ-ნასრი“ „მანჩესტერ სიტის“ მცველ ემერიკ ლაპორტს და „პორტუს“ ნახევარმცველ ოტავიოს დაიმატებს. ორივე ტრანსფერი გადაწყვეტილია.

„სიტი“ ესპანელი მცველის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო ლაპორტი არაბებთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

„ალ-ნასრს“ გაცილებით მეტი დაუჯდება ოტავიოს შეძენა - 60 მილიონი ევრო. მოსალოდნელია, რომ ორივე ფეხბურთელის ტრანსფერი უახლოეს ხანში ოფიციალურად დადასტურდება.

აღსანიშნავია, რომ ოტავიოს დამატება ევროპაშიც ბევრს სურდა, მაგრამ როგორც ჩანს, საუდელებმა ყველას აჯობეს...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115389