„მეცის“ სპორტულმა დირექტორმა პიერ დრეოსიმ ფრანგულ მედიას დაუდასტურა, რომ გუნდიდან გიორგი მიქაუტაძის წასვლის შანსი დიდია. როგორც მან თქვა, ისიც და იუსეფ მაზიზიც ალბათ, წავლენ.
„დიახ, სავარაუდოდ, იუსეფი და მიქაუტაძე სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე წავლენ... ჟორჟის შემთხვევაში სიტუაცია ცოტა პროგრესირებს, შემოთავაზებები მატულობს, მაგრამ იმედია, ის ჩვენთან იქნება კლერმონში, რადგან მიქაუტაძესთან ჯობია, ვიდრე მის გარეშე.
აშკარაა, რომ მთლიანობაში გუნდს წონა მაინც აკლია. სწრაფად გვჭირდება გაძლიერება, რაც ჩვენი რესურსებით ადვილი არ არის, მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ, რადგან ეს შემადგენლობა არაა საკმარისი, სეზონი გრძელია. უნდა მოვიყვანოთ ფეხბურთელები, ხარისხობრივად და რაოდენობრივად, თითოეულ პოზიციაზე მინიმუმ თითო ფეხბურთელი“, - თქვა დრეოსიმ.
შეგახსენებთ, რომ „მეცი“ მიქაუტაძეში 20 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა ლიგა 1-ის საწყის ორ ტურში გოლისა და საგოლე პასის შემდეგ შესაძლოა, მათი მოთხოვნა გაიზარდოს კიდეც. მიქაუტაძეს "მარსელს", "ლიონს", ინგლისურ და იტალიურ კლუბებს უკავშირებენ.
22 წლის ქართველი თავდამსხმელი, რომელიც გასულ სეზონში ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი და ფეხბურთელი გახდა, „მეცს“ კონტრაქტით 2026 წლამდე ეკუთვნის. თუმცა, შესაძლოა, მომდევნო კვირაში ახალ გუნდში ვიხილოთ. ვნახოთ, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ძალიან ცოტა დრო რჩება.