ფეხბურთი

19:54 | 20.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლევან კუტალიას დუბლი სომხეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

სომხეთის ჩემპიონატის მეოთხე ტურში „ალაშკერტმა“ სტუმრად ბკმა 4:0 გაანადგურა, დუბლი კი ლევან კუტალიამ შეასრულა.

ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქის კარში გოლები მე-16 და 63-ე წუთებზე გაიტანა, 76-ე წუთზე კი შეცვალეს.

„ალაშკერტი“ 4 ტურში მოპოვებული 7 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო ტურში ლიდერ „ნოას“ უმასპინძლებს. კუტალიას 4 ტურში 4 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119977