ფეხბურთი

15:24 | 20.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ "დინამო ზაგრების" ფანებს სტუმრად მატჩებზე დასწრება სეზონის ბოლომდე აუკრძალა

უეფამ დინამო ზაგრების დასაჯა, რომელიც 2023-2024 წლების სეზონში საგარეო მატჩებს გულშემატკივრების გარეშე ჩაატარებს.

ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ათენში, დინამოს ფანებმა არეულობა მოაწყვეს, რის შედეგადაც, აეკ-ის ერთი გულშემატკივარი მოკლეს. მატჩი მაშინ გადაიდო, რომელიც მხოლოდ გუშინ ჩატარდა და ფრედ 2:2 დასრულდა (აეკ-მა მანამდე სტუმრად 2:1 მოიგო) და პლეი-ოფში ბერძნული გუნდი გავიდა.

უეფას გადაწყვეტილებით, ხორვატი ფანები თავიანთი საყვარელი გუნდის მატჩებს სტუმრად მიმდინარე სეზონში ვეღარ დაესწრებიან.

„დინამო ზაგრები“ ასპარეზობას ევროპალიგის პლეი-ოფში აგრძელებს, სადაც პრაღის „სპარტას“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110718