საუდის არაბეთის ჩემპიონატის მეორე ტურში ვარსკვლავებით დაკომპლექტებულმა „ალ-ჰილალმა“ საკუთარ მოედანზე „ალ-ფეიჰა“ ვერ დაამარცხა - 1:1.
გუნდებმა გოლები პირველ ტაიმში გაიტანეს, ჯერ სტუმრებმა, მერე კი ჟორჟე ჟეზუშიც გუნდმა. არ უთამაშია ნეიმარს, რომლის წარდგენის ცერემონია სწორედ ამ მატჩის წინ გაიმართა. „ალ-ჰილალს“ ორ ტურში 4 ქულა აქვს, მომდევნო ტურში კი „ალ-რაედს“ ეთამაშება.
სამაგიეროდ მოიგო არაბული ფეხბურთის მეორე გრანდმა „ალ-იტიჰადმა“, რომელმაც აბდერაზაკ ამდალასა და სალეჰ ალ ამრის გოლებით „ალ-ტაე“ 2:0 დაამარცხა. ჯერჯერობით, საუდი პრო ლიგაში ისევ გოლის გარეშეა კარიმ ბენზემა რომელმაც 90 წუთი ითამაშა. მოედანზე ასევე იყვნენ ნუნუ ეშპირიტუ სანტუს გუნდის სხვა ლიდერები - ნგოლო კანტე და ფაბინიო. „ალ-იტიჰადს“ 6 ქულა აქვს და მომდევნო ტურში „ალ-რიადს“ შეხვდება.