ფეხბურთი

14:20 | 20.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ალეკსანდრ მიტროვიჩი საუდის არაბეთში ითამაშებს

საუდის არაბეთის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა „ალ-ჰილალმა“ სერბეთის ნაკრებისა და „ფულჰემის“ ბომბარდირი, ალეკსანდრ მიტროვიჩი დაიმატა.

ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა. შესაბამისად, მიტროვიჩი თავისი თანამემამულის, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩისა და ასევე, ნეიმარის თანაგუნდელი გახდა.

ალეკსანდრ მიტროვიჩი „ფულჰემში“ 2017 წლიდან თამაშობდა და 206 მატჩში 111 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ნიუკასლის“, „ანდერლეხტის“, „პარტიზანისა“ და „ტელეპტიკის“ წევრი იყო, ხოლო სერბეთის ნაკრებში 81 თამაშში თავი 52-ჯერ გამოიჩინა.

0.133062