„პარი სენ-ჟერმენმა“ ლიგა 1-ში ცუდი სტარტი აიღო და ორი ტურის შემდეგ მოგების გარეშეა. ლუის ენრიკეს გუნდმა შინ „ლორიენთან“ უგოლო ფრის შემდეგ სტუმრად „ტულუზასაც“ ვერაფერი დააკლო.
ითამაშა კილიან მბაპემ, რომელიც მეორე ტაიმში ჩაერთო მატჩში და გოლიც გაიტანა. სწორედ მან გახსნა ანგარიში პენალტით, მაგრამ 89-ე წუთზე პსჟ-მ გაუშვა და ქულას დასჯერდა.
„პარი სენ-ჟერმენი“ ლიგა 1-ის მესამე ტურში 26 აგვისტოს, „ლანსს“ უმასპინძლებს.