ფეხბურთი

1:31 | 20.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

რუდი გარსია: "გამარჯვებით კმაყოფილი ვარ, როტაცია ძალიან მნიშვნელოვანი იქნება"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ „ფროზინონესთან“ მატჩის შემდეგ (3:1) პრესკონფერენცია გამართა. როგორც ფრანგმა სპეციალისტმა აღნიშნა, კმაყოფილი დარჩა თამაშით, განსაკუთრებით კი, გაშვებული გოლის შემდეგ ფეხბურთელების სიმშვიდე მოეწონა.

„კმაყოფილი ვარ სეზონის პირველი თამაშით, გამარჯვებით და ვიქტორის დუბლით. თავიდან თავი ისე ვერ წარმოვაჩინეთ, როგორც შეგვეძლო, მაგრამ სიმშვიდე შევინარჩუნეთ და „ფროზინონეს“ გოლის შემდეგ აღარ ვნერვიულობდით.

ბიჭებმა სიმშვიდე შეინარჩუნეს და ხარისხიანად ვითამაშეთ. კაიუსტეს პენალტი სამწუხაროა, მაგრამ ის მისი თამაშის გამო არ შემიცვლია, არამედ იმიტომ, რომ ყვითელი ბარათი ჰქონდა. მისთვის ეს იყო პირველი თამაში იტალიის ჩემპიონატში და დრო სჭირდება. მას შეუძლია როგორც ანგისას, ისე ლობოტკას პოზიციაზე თამაში.

ოსიმენი დიდებული თავდამსხმელია, მას ყოველთვის აქვს კონკურენციის სურვილი და ყველაფერს აკეთებს გამარჯვებისთვის. პირველ ტაიმში ვუთხარი, რომ დაცვას უკეთ უნდა დახმარებოდა, რადგან ისე ვერ აპრესინგებდა, როგორც ვთხოვე. შემდეგ მოუმატა და ორი ლამაზი გოლი გაიტანა.

მნიშვნელოვანია, რომ როტაცია გავაკეთოთ, დღეს რამდენიმე გავაკეთეთ, მაგრამ შემდეგშიც მოგვიწევს. არ შემიძლია, რომ განსაკუთრებით ნახევარმცველებს ვთხოვო სეზონში 50 თამაშის ჩატარება. ძალები კარგად უნდა ვმართოთ“, - თქვა გარსიამ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს მეორე ტურში 27 აგვისტოს, „სასუოლოს“ უმასპინძლებს.

0.06387