„ნაპოლიმ“ სეზონი „ფროზინონესთან“ გამარჯვებით დაიწყო (3:1), ვიქტორ ოსიმენმა კი დუბლი შეასრულა. ნიგერიელმა თავდამსხმელმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა, მათ შორის თავის მომავალზეც ისაუბრა და არაფერი გამორიცხა.
„მნიშვნელოვანი იყო სეზონის კარგად დაწყება. ვულოცავ გუნდს, მაგრამ ასევე „ფროზინონეს“, რომელმაც კარგად ითამაშა. მიხარია, რომ გამარჯვებაში წვლილი ორი გოლით შევიტანე, ასე უნდა გავაგრძელოთ.
ჩემი მომავალი? ბევრი სპეკულაცია იყო. პრეზიდენტი არის ბოსი, ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, „ნაპოლის“ ფეხბურთელი ვარ და გავაგრძელებ გულით თამაშს ჩემი გუნდისთვის. ვნახოთ, რა მოხდება სატრანსფერო ბაზრის ბოლოს.
გარსიამ რონალდუს შემადარა? მნიშვნელოვანია, რომ მწვრთნელს ჩემი სჯერა, მე ვპასუხობ ამ ნდობას მოედანზე. ჩვენ ყველანი მნიშვნელოვანი ვართ გუნდისთვის. დი ლორენცოს გარდა სხვა ლიდერებიც არიან, მარიო რუი, ჟიელინსკი, მერეტი. მთავარია, რომ ერთიანი ჯგუფი ვიყოთ“, - თქვა ოსიმენმა.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ მეორე ტურში 27 აგვისტოს, „სასუოლოს“ უმასპინძლებს.