„ფროზინონეს“ მთავარმა მწვრთნელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ „ნაპოლისთან“ მატჩის (1:3) შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, სადაც მას გიორგი კვერნაძის თამაშის შეფასება სთხოვეს, რომელსაც სერია A-ში დებიუტი ჰქონდა.
ქართველი ფეხბურთელი იტალიის ჩემპიონის წინააღმდეგ მოედანზე 67-ე წუთზე გამოჩნდა.
„ჩემი აზრით, საკმაო დრო მივეცი სათამაშოდ იტალიაში მისი გამოცდილებიდან გამომდინარე. მას შესანიშნავი თვისებები აქვს, მაგრამ უფრო გუნდურად უნდა ითამაშოს და არა ინდივიდუალურად. თამაშში კარგად ჩაერთო, თუმცა მერე ჯიუტად მხოლოდ დრიბლინგს ცდილობდა. მას დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ უნდა გაიზარდოს“, - თქვა დი ფრანჩესკომ.
შეგახსენებთ, რომ „ფროზინონე“ სერია A-ს მეორე ტურში 26 აგვისტოს, ბერგამოს „ატალანტას“ უმასპინძლებს.