ესპანური პრიმერას მეორე ტურში, მადრიდის „რეალი“ „ალმერიას“ ეწვია და 1:3 დაამარცხა. დუბლი მიითვალა მადრიდელთა ახალწვეულმა, ჯუდ ბელინგემმა, ერთიც ბრაზილიელმა ვინისიუსმა შეაგდო.
ანგარიში კი მასპიძლებმა უკვე მე-3 წუთზე გახსნეს. თავი სერხიო არიბასმა გამოიჩინა.
ორი მატჩის შემდეგ მაქსიმალური 6 ქულით კარლო ანჩელოტის გუნდი ლიდერია. ამდენივე ქულა მოაგროვა გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამაც,“ მაგრამ მადრიდელები პირველ ადგილზე ბურთების უკეთესი ბალანსის გამო დგანან.