გერმანიის ბუნდესლიგის პირველი ტურის მატჩში, დორტმუნდის „ბორუსიამ“ „კიოლნს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 1:0 მოიგო.
პირველი ტაიმი გატანილი გოლის გარეშე დამთავრდა. გამარჯვება კი დორტმუნდელებს დონიელ მალენმა მოუტანა, რომელმაც ანგარიში შეხვედრის 88-ე წუთზე გახსნა. გერმანიის ჩემპიონატის მომდევნო ტურში „ბორუსია“ „ბოხუმს“ დაუპირისპირდება, „კიოლნი“ –„ვოლფსბურგს.“
გერმანიის ჩემპიონატის წინა სეზონში „ბორუსია“ 34 მატჩში 71 ქულით მეორე ადგილზე გავიდა. „კიოლნი“ - მეთერთმეტეზე.