20:07 | 19.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ნაპოლი“ სპალეტის უჩივლებს?

ლუჩანო სპალეტი იტალიის ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, სულაც არ არის შეშფოთებული სიტუაციით, რომელიც შეიქმნა „ნაპოლისთან“ სპეციალისტის ამჟამინდელი შეთანხმების გამო - გვამცნობს Sky Sport.

„ნაპოლის“ ყოფილმა მწვრთნელმა სპალეტიმ, ნაადრევად გაწყვიტა კონტრაქტი ნეაპოლიტანურ კლუბთან და 2023/2024 წლების სეზონში პროფესიული საქმიანობის განახლების შემთხვევაში 3-მილიონევროიანი კომპენსაციის გადახდა მოუწევს.

წყაროს ცნობით, სპალეტიმ იტალიის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი 3 მილიონი ევროს გადახდის გარეშე გააფორმა, რაც „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა მოითხოვა.

ახლა ლუჩანოს ყოფილ კლუბს შეუძლია მას უჩივლოს - მაგრამ მწვრთნელი და ფედერაცია დიდი ხანია აწარმოებენ კონსულტაციებს იურისტებთან ამ სიტუაციის შესახებ და მზად არიან უპასუხონ „ნაპოლის“ ნებისმიერ პრეტენზიას სასამართლოებში.

შეგახსენებთ, გუშინ, 18 აგვისტოს, სპალეტი ოფიციალურად დაინიშნა იტალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად.

0.112475