ფეხბურთი

15:55 | 19.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფაბიო კანავარო: "კვარაცხელიამ წინა სეზონის ბოლო ნაწილიდან უნდა ისწავლოს და მარტივად ითამაშოს"

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფაბიომ კანავარომ სერია A-ს სეზონის სტარტის წინ Gazzetta Dello Sport-ს ინტერვიუ მისცა და ხვიჩა კვარაცხელიას ურჩია, რომ ჯიუტად დრიბლინგის მცდელობა საჭირო არ არის.

კანავაროს აზრით, კვარამ გასული სეზონის ბოლო ნაწილიდან უნდა ისწავლოს და ზოგჯერ უკეთესია მარტივი პასის გაკეთება.

„კვარაცხელიამ გამოცდილება უნდა შეიძინოს გასული სეზონის ბოლო ნაწილიდან და გაამარტივოს თამაში კარიერაში შემდეგი ნაბიჯისთვის. როდესაც იტალიაში ქართველი გაიცნეს, დაიწყეს მისი ორმაგი მეურვეობა, ყოველთვის მჭიდროდ ეთამაშებიან. ასეთ შემთხვევაში არ არის საჭირო ჯიუტად სცადო დრიბლინგის გაკეთება, სანამ ბურთს არ დაკარგავ, უმჯობესია მარტივი პასის გაკეთება და შემდეგ სხვა სივრცეების პოვნა. თუ ამას კარგად გააკეთებს, ხარისხში გადამწყვეტ ნახტომს გააკეთებს. ის არის ფეხბურთელი, რომელიც განსხვავებას ქმნის“, - განაცხადა კანავარომ Gazzetta Dello Sport-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მცირე ტრავმა აქვს და „ფროზინონესთან“ პირველი ტურის მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

0.121555