ძიუდო

15:14 | 19.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველომ ზაგრების გრან პრი უმედლოდ დაასრულა

ზაგრების გრან პრი საქართველომ უმედლოდ დაასრულა. ბოლო და მესამე მონაწილე ლუკა კაპანაძე იყო (73 კგ), რომელმაც ასპარეზობა მეორე წრეში დაასრულა.

კაპანაძემ თავიდან სლოვენიელი ადრიან გომბოცი დაამარცხა, მაგრამ მეორე ეტაპზე სამხრეთკორეელ ჰეონჩეოლ კანგთან წააგო და ტურნირი დაასრულა.

შეგახსენებთ, საქართველომ ზაგრების გრან პრიზე მხოლოდ 3 ძიუდოისტით და რაც მთავარია, ძალიან გადახალისებული შემადგენლობით იასპარეზა.

0.124902