ფეხბურთი

3:22 | 19.08.2023 | ნანახია 2881 - ჯერ

"მეცის" მწვრთნელი: "მეშინია, რომ მიქაუტაძის გაშვება მოგვიწევს, რაც მტკივნეული იქნება"

„მეცის“ მთავარმა მწვრთნელმა ლაშლო ბოლონიმ „მარსელთან“ მატჩის (2:2) შემდეგ გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა და ტრანსფერზე ღიად გააკეთა კომენტარი.

როგორც რუმინელმა სპეციალისტმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ეშინია, რომ 22 წლის ქართველი ფეხბურთელის გაშვება მოუწევთ.

„შარშან ის და მაზიზი იდეალურები იყვნენ, ჩვენ წარმატებას ნაწილობრივ მათი ნიჭის წყალობით მივაღწიეთ. მეშინია, რომ მიქაუტაძის გაშვება მოგვიწევს, თუ ეს მოხდება, ჩემი სულის ნაწილიც გაჰყვება და ეს ყოველთვის ცოტა მტკივნეულია“, - განაცხადა ბოლონიმ.

გიორგი მიქაუტაძეს, რომელმაც ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ორ მატჩში 1 გოლი გაიტანა და ერთხელ საგოლე პასი გააკეთა, „მეცთან“ კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს. ქართველ ფეხბურთელს ფრანგული კლუბი 20 მილიონ ევროდ აფასებს, დაინტერესებული კი რამდენიმე კლუბია. ზაფხულის განმავლობაში გიორგი „ვესტ ჰემს“, „მარსელს“, „ლიონს“, „ლილს“, „რომას“, „იუვენტუსს“, „მილანს“, „ლანსს“, „მონპელიეს“ და „შეფილდ იუნაიტედს“ დაუკავშირეს, ხოლო უფრო ადრე „ლაციოს“ და „ბარნლის“, მაგრამ ეს ორი ვარიანტი უკვე ჩაიშალა.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

08:27 | 22.08.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

მეცი ძალიან სუსტია, გავარდნის ერთერთი კანდიდატია

07:58 | 22.08.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

მეორე დივიზიონში მიქა არ ითამაშებს

10:48 | 19.08.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ჯერჯერობით 20 მილიონათ აფასებს მეცი მაგრამ შემდეგ შეიძლება ფას მოუმატონ

09:46 | 19.08.2023
ბაგი-რეი (2264)

ტრანსფერმარკეტზე ვნახე და ლიონი 216 მილიონიანი გუნდია. ხოლო პრემიერლიგის 17 გუნდი ლიონის შემადგენობაზე ძვირია.

10:44 | 19.08.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

გააჩნია რა ფასად გაიყიდება

08:40 | 19.08.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

მსურველთა ჩამონათვალი ძაან დიდია, ყველაზე კაი ვარიანტი ჯერჯერობით ლიონია

08:16 | 19.08.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ესე თუ გააგრძელა მომავალ სეზონშივე გაიყიდება

0.121327