ბოდიბილდინგში, ამერიკული ფედერაცია NPC-ის ორგანიზებით (NPC არის ამერიკული ბოდიბილდინგის ფედერაცია, რომელშიც გაწევრიანებულები არიან გამორჩეული პროფესიონალი სპორტსმენები), პოლონეთში ქალაქ ვარშავაში, ჩატარდა ევროპის ფესტივალი IFBB pro qualifier შოუ და საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც ასობით სპორტსმენი მონაწილეობდა სხვადასხვა ქვეყნიდან. მონაწილეთა შორის იყო ნოდარ ხუბულური. აღსანიშნავია, რომ ასეთი მაღალი დონის შეჯიბრებაში, ქართველები ძალზე იშვიათად მონაწილეობენ. ნოდარმა საერთაშორისო ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მეორე დღეს, ევროპის ფესტივალზე, ფინალშიც გავიდა და საუკეთესო ხუთ სპორტსმენს შორის მოხვდა, რაც უდიდესი წარმატებაა.
ხუბულურის დებიუტი სპორტის ამ სახეობაში, სამი წლის წინ შედგა და წარმატებულიც გამოდგა - საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გახდა. ერთი წლის შემდეგ კი საქართველოს საქართველოს აბსოლუტური ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.
ვარშავაში მიღწეული წარმატების შემდეგ ნოდარ ხუბულური მიიწვიეს საერთაშორისო ტურნირში Toronto amateur pro qualifier, სადაც წარმატების შემთხვევაში, ქართველი სპორტსმენი უკვე პროფესიონალურ ლიგაში აღზევდება.