„პარი სენ-ჟერმენის“ მეკარე სერხიო რიკო საავადმყოფოდან გაწერეს. 29 წლის ესპანელმა ცხენიდან გადმოვარდნის შემდეგ ჰოსპიტალში 82 დღე გაატარა, მათ შორის იყო კომაში და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.
თუმცა, სერხიოს მდგომარეობა გაუმჯობესდა და ექიმებმა მისი გაწერის გადაწყვეტილება მიიღეს.
„ჩვენ საბოლოოდ თავისუფლები ვართ, თუნდაც ეს დაუჯერებელი იყოს“, - დაწერა სოციალურ ქსელში ფეხბურთელის მეუღლემ, ალბა სილვამ.
შეგახსენებთ, რომ სერხიო რიკომ უმძიმესი დაზიანება მაისში, ცხენით ჯირითობისას მიიღო.