ძიუდო

18:10 | 18.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს უმედლო დღე ზაგრების გრან პრიზე

ზაგრების გრან პრიზე დღეს ორმა ქართველმა ძიუდოისტმა იასპარეზა, მაგრამ ორივე პირველივე ეტაპზე გამოეთიშა ბრძოლას და უმედლოდ დარჩა.

60 კგ წონით კატეგორიაში საბა გრიგალაშვილმა პირველივე შეხვედრა დათმო პორტუგალიელ ფრანსისკო მენდეშთან და ასპარეზობას გამოეთიშა. 66 კგ წონით კატეგორიაშიც ასევე საწყის სტადიაზე განიცადა მარცხი ალექსანდრე რაფავამ, რომელიც უზბეკ სარდორ ნურილაევთან დამარცხდა.

ზაგრების გრან პრიზე ხვალ საქართველოს ბოლო წარმომადგენელი ლუკა კაპანაძე იასპარეზებს, რომელიც პირველ წრეში სლოვენიელ ადრიან გომბოცი იქნება.

0.121553