„ფროზინონეს“ კაპიტანმა ლუკა მაციტელიმ Gazzetta Dello Sport-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც გიორგი კვერნაძეზე ისაუბრა.
როგორც მან თქვა, კვერნაძე ნიჭიერია, მაგრამ ფიქრობს, რომ ხვიჩა კვარაცხელიასთან შედარება მისთვის სასარგებლო არ არის.
„კვერნაძეს აქვს ხარისხი და ეს ჩანს, მაგრამ მისი კარიერის დასაწყისში კვარაცხელიასთან შედარება მისთვის კარგი არ იქნება. კვარამ სერია A-ს პირველ სეზონში რაც გააკეთა, უნიკალურია. გიორგიმ ენა უნდა ისწავლოს, რათა უკეთ გაიგოს კონცეფცია და მას გარკვეული დრო დასჭირდება გაბრწყინებისთვის“, - თქვა მაციტელიმ.
შეგახსენებთ, რომ „ფროზინონე“ სერია A-ს პირველ ტურში „ნაპოლის“ 19 აგვისტოს საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე გაიმართება.