ფეხბურთი

17:05 | 18.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ლივერპულმა" იაპონელი ფეხბურთელი დაიმატა

„ლივერპულმა“ გერმანული „შტუტგარტიდან“ იაპონელი ფეხბურთელი ვატარუ ენდო დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

30 წლის აზიელმა, რომელსაც ცენტრალური მცველისა და ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე თამაში შეუძლია, „წითლებში“ 3-ნომრიანი მაისური მოირგო.

„ძალიან ბედნიერი და მოხარული ვარ, რომ ისეთ დიდ კლუბს შევუერთდი, როგორიც „ლივერპულია“. საოცარი შეგრძნებაა, ეს ჩემთვის ოცნების ახდენაა“, - თქვა იაპონელმა ფეხბურთელმა.

ვატარუ ენდომ „შტუტგარტში“ 2019 წლიდან 133 მატჩში 15 გოლი გაიტანა. მანამდე ის „შონანში“, „ურავა რედ რაიმონდსა“ და „სენ-ტრუიდენში“ გამოდიოდა, ხოლო იაპონიის ნაკრებში 50 შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი.

0.120103