საუდი პრო ლიგის მეორე ტურში „ალ-აჰლიმ“, რომელიც მიმდინარე სატრანსფერი ფანჯარაზე შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მეტად გაძლიერდა, ვინაიდან არაერთი ცნობილი ფეხბურთელი დაიმატა, სტუმრად „ალ-ხალეჯი“ 3:1 დაამარცხა.
საუდის არაბეთის ჩემპიონატში სადებიუტო გოლი გაიტანა რიად მაჰრეზმა, რომელმაც 45-ე წუთზე ანგარიში 2:0 გახადა. ალჟირელი ვარსკვლავის გარდა, თავი „რომას“ ყოფილმა მცველმა როჟერ იბანიესმაც გამოიჩინა, რომლისთვისაც ასევე სადებიუტო გოლი იყო.
ამჯერად არ უთამაშია რობერტო ფირმინოს, რომელმაც პირველ ტურში ჰეთ-თრიქი შეასრულა. „ალ-აჰლი“ ორ ტურში მოპოვებული 6 ქულით პირველ ადგილზეა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მგონი ეს ის გუნდია მესის ყიდვა რომ უნდოდა, ფინანსურად ყველაზე მდიდარია
ანუ ალ ნასრის მთავარი კუნკურენტი ეს გუნდია, არადა ჩემპიონობას ძაან დიდი ფასი აქვს, რადგან ჩემპიონი შეიძლება ლიგაზე დაუშვან
ძაან ბევრი კონკურენტი ფამოუჩნდა რონალდოს, ჩემპიონობაზე
ვერ გავიგე რს სახელები აქვთ ალ ჰილალი თუ ალ აჰლი
ალ აჰლი ფირმინო სენტ მაქსიმენი მარეზი კესიე იბანიეზის მენდის გუნდია. ალ ჰილალი ნეიმარი კულიბალი მალკოლმი სავიჩი ნევეში ბონოს.