ფეხბურთი

23:01 | 17.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

გორის "დილამ" კონფერენს ლიგაზე გამოსვლა დაასრულა

ქართული კლუბებისთვის ევროსეზონი დასრულებულია. გორის „დილა“ კონფერენს ლიგას მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოეთიშა.

ანდრეი დემჩენკოს გუნდმა „აპოელთან“ შინ წაგების (0:2) შემდეგ სიტუაცია ვერ შეცვალა და ნიქოზიაშიც მარცხი განიცადა. თამაშს დაახლოებით ისეთივე სცენარი ჰქონდა, როგორც თბილისში. პირველ ტაიმში „დილა“ უკეთესი იყო, ბურთს ფლობდა, გამწვავებასაც ცდილობდა, მაგრამ ბევრი არაფერი გამოუვიდა.

მეორე ტაიმის დაწყება და კვიპროსელთა გოლი პრაქტიკულად ერთი იყო. „დილას“ ცენტრალური დაცვა ჩავარდა, რის შედეგადაც თავის გამოჩენა დიემერსი ნდონგალამ მოახერხა.

ამ შეხვედრამ მატჩის ბედი გადაწყვიტა. „აპოელმა“ 1:0, ორი მატჩის ჯამში კი 3:0 მოიგო. გიორგი ქვილითაია მოედანზე 64-ე წუთამდე იყო, ლაშა დვალი - შეუცვლელად.

„აპოელი“ პლეი-ოფში ბელგიურ „გენტს“ შეხვდება. გორის „დილამ“ კი ორი ეტაპი გადალახა, ჯერ „დუნაისკა სტრედა“ და შემდეგ „ვორსკლა“ გამოთიშა ასპარეზობას. ნებისმიერ შემთხვევაში, ქართული კლუბებიდან ყველაზე კარგად სწორედ „დილა“ გამოვიდა, რომლისგანაც შედარებით ნაკლები მოლოდინი იყო, თუმცა ყველაზე ღირსეულად შეძლო თავის წარმოჩენა.

„აპოელი“ – „დილა“ 1:0 (0:0) - ორი მატჩის ჯამში: 3:0

ნიქოზია, „ნეო სთედიუმი“

„აპოელი“ (3-5-2): ბელეცი; პეტროვიჩი, კოსტადინოვი, დვალი; შუშიჩი (თეოდორუ 90), დალციო, მარკინიოსი (ეფრემი 63), ვილაფანესი (საციასი 64), შებაკე; ედუარდო (ნდონგალა 44), ქვილითაია (ტომანე 64)

მწვრთნელი: რიკარდუ სა პინტუ

„დილა“ (4-3-3): კუჩერენკო, ჩიტეიშვილი, ძოწენიძე (ეტოუ 58), თევზაძე, ვანდერსონი; ჟან ვიქტორი, ანდრონიკაშვილი (სარდალიშვილი 69), ფარულავა (ასამოა 76); გომისი (მზაკვალი 70), კოვტალიუკი (კუხიანიძე 69), გეილი

მწვრთნელი: ანდრეი დემჩენკო

გოლი: 1:0 ნდონგალა (48)

გაფრთხილება: ვილაფანესი (57), საციასი (89), დვალი (90), ბელეცი (90) - ჟან ვიქტორი (36), გომისი (53)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (3) – 7 (3) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 2:6 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: რობერტ ჯენკინსი (უელსი)

0.132001