დღეს, 17 აგვისტოს, ნიქოზიაში, კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო მატჩში, კვიპროსული აპოელ-ი გორის „დილას“ მასპინძლობს. პირველი შეხვედრა თბილისში კვიპროსელთა გამარჯვებით - 0:2 დასრულდა.
დღევანდელი მატჩის სასტარტო შემადგენლობები კი ასეთია:
აპოელი: ბელეცი, სუშიჩი, ჩებაკე, დვალი, პეტროვიჩი, მილაფანიესი, კოსტადინოვი, დალსიო, ედუარდო, ქვილითაია, მარკინიოსი
მწვრთნელი: რიკარდო სა პინტუ
დილა: კუჩერენკო, ვანდერსონი, ჩიტეიშვილი, თევზაძე, ანდრონიკაშვილი, ძოწენიძე, ვიკტორი, ფარულავა, კოვტალიუკი, გეილი, გომისი
მწვრთნელი: ანდრი დემჩენკო.
მსაჯი: რობერტ ჯენკინსი (უელსი)
მატჩი თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება.