ფეხბურთი

18:49 | 17.08.2023 | ნანახია NaN - ჯერ

სუპერკომპიუტერმა ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის ფავორიტი დაადგინა

სუპერკომპიუტერმა გააანალიზა ძალთა ბალანსი 2023 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში . ხელოვნური ინტელექტის მიხედვით, ფინალური მატჩის ფავორიტი ესპანეთის ნაკრებია, მისი მოგების შანსები 51,38%-ია. ინგლისის გამარჯვების ალბათობა 48,62%.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მონაწილეობა ორივე გუნდისთვის პირველი იქნება. ტურნირის მოქმედი გამარჯვებული აშშ-ის ნაკრებია, რომელიც ამ მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში პენალტების სერიაში შვედეთთან დამარცხდა. ინგლისი ევროპის მოქმედი ჩემპიონია, რომელმაც ტიტული 2022 წელს მოიპოვა.

ინგლისმა მსოფლიო ჩემპიონატზე აქამდე სამჯერ იასპარეზა და ერთხელ ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. ესპანეთმა ტურნირზე ორჯერ მიიღო მონაწილეობა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:05 | 05.11.2020
qomagi (1575)

სეზონში ყველა თამაშს და ყველა ტურნირზე უმაღლეს დონეზე ვერ ჩაატარებ და ბუნებრივია, რომ ადრე თუ გვიან 1-2 ჩავარდნა იქნება. წარმატებები გიოს, ძალიან მაგარი სპორტსმენი და პიროვნებაა!

08:11 | 05.11.2020
dinamo222 (8587)

გაყიდული თამაში იყო @

0.075527