ფეხბურთი

18:24 | 17.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

კერძო თვითმფრინავი, ცხრა მანქანა და მდიდრული სასახლე მსახურებით
ნეიმარი პსჟ-ის ფეხბურთელებს „ალ-ჰილალში“ გადასვლის შემდეგ დაემშვიდობა

საუდური „ალ-ჰილალის“ თავდამსხმელი, ნეიმარი, ფრანგული პსჟ-ის საწვრთნელ ბაზას ეწვია და ყოფილ თანაგუნდელებს დაემშვიდობა.

31 წლის ბრაზილიელი თბილად გააცილეს - ყოფილი პარტნიორები და მწვრთნელები ნეიმარს ჩაეხუტნენ და სასიამოვნო ფრაზები გაცვალეს. ბრაზილიელს გამოსამშვიდობებელი დერეფანიც მოუწყვეს.

მედიის ცნობით, პსჟ-დან ნეიმარის ტრანსფერი „ალ-ჰილალს“ 90 მილიონი ევრო დაუჯდა, თავად ფეხბურთელი კი დაახლოებით იმავე ოდენობის ხელფასს მიიღებს სეზონში. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონტრაქტის პირობებით, ბრაზილიელს ეკუთვნის კერძო თვითმფრინავი, ცხრა მანქანა და მდიდრული სასახლე მსახურებით.

ნეიმარმა გასულ სეზონში პსჟ-ის შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 29 მატჩი ჩაატარა 18 ბურთი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.121214