ფეხბურთი

17:18 | 17.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა, ინძაგი და სპალეტი წლის საუკეთესო მწვრთნელობის ნომინანტები არიან

უეფამ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე 2022/2023 წლების საუკეთესო მწვრთნელის პრიზის სამი ნომინანტი წარადგინა.

ყველაზე მეტი ხმა ხოსეპ გვარდიოლამ (მანჩესტერ სიტი), სიმონე ინძაგიმ (ინტერი) და ლუჩანო სპალეტიმ (ნაპოლი) მიიღეს.

თავდაპირველად კენჭისყრისთვის გასული სეზონის საუკეთესო მწვრთნელების მოკლე სია შედგა. შემდეგ კენჭისყრით საუკეთესო სამეული გამოვლინდა იმ მთავარ მწვრთნელებს შორის, რომლებიც გასულ სეზონში ევროპულ საკლუბო შეჯიბრებებში და ეროვნული ნაკრებების მატჩებში მონაწილეობდნენ.

გამარჯვებული 31 აგვისტოს, 2023/2024 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის ცერემონიაზე გამოვლინდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117675