ფეხბურთი

16:50 | 17.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლო ძანიოლო კარიერას პრემიერლიგაში გააგრძელებს

სტამბოლის „გალათასარაის“ ფეხბურთელი ნიკოლო ძანიოლო კარიერას „ასტონ ვილაში“ გააგრძელებს.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ყველაფერი გადაწყვეტილია. 24 წლის იტალიელი ინგლისელებს იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდება.

„ძანიოლო“ გალათასარაიში“ მიმდინარე წლის იანვარში გადავიდა და 12 მატჩში 5 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ვირტუს ენტელაში“ და „რომაში“ თამაშობდა, ხოლო იტალიის ნაკრებში კი 13 თამაშში 2 გოლი აქვს გატანილი.

0.120027