ფეხბურთი

14:05 | 17.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "ფროზინონე" - "ნაპოლის" მატჩს საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი ნახავს"

ჟურნალისტმა სტეფანო მარტინიმ, რომელიც Tuttofrosinone-ს ვებგვერდზე მუშაობს, „ნაპოლისთან“ მატჩის წინ ისაუბრა.

მან სხვა თემებთან ერთად გიორგი კვერნაძის შესახებაც ილაპარაკა. როგორც მარტინიმ აღნიშნა, კვერნაძეს აქვს საიმისო თვისებები, რომ მაღალ დონეზე ითამაშოს.

„ფროზინონე“ – „ნაპოლის“ მატჩს საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი უყურებს (იღიმის - რედ). კვერნაძეს დიდებული თვისებები აქვს, შეუძლია დაამტკიცოს, რომ ანჯელოციმ ბრწყინვალე ტრანსფერი განახორციელა. ის „ნაპოლისთან“ ძირითად შემადგენლობაში არ იქნება, მაგრამ ნამდვილად ითამაშებს. მისი მოდელი კვარაცხელიაა, ამიტომ, თავიდანვე ექნება თავის გამოჩენის დიდი სურვილი“, - თქვა მარტინიმ.

შეგახსენებთ, რომ „ფროზინონესა“ და „ნაპოლის“ მატჩი 19 აგვისტოს, თბილისის დროით 20:30 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113417