ფეხბურთი

12:24 | 17.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუის მენდილიბარი: "სიტის" დასამარცხებლად მინიმუმ 2 გოლის გატანა აუცილებელია"

„სევილიას“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის მენდილიბარმა „მანჩესტერ სიტისთან“ მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მისმა გუნდმა კარგად ითამაშა, მაგრამ მეორე გოლი ვერ გაიტანა, რაც მოსაგებად აუცილებელი იყო.

„კარგი გეგმის შედგენა ისეთი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც „სიტია“, ძალიან რთულია. ნამდვილად ვისურვებდი, რომ უფრო მაღალი პრესინგი გვეთამაშა და მათზე მეტი ზეწოლა მოგვეხდინა, როცა მეორე გოლის გატანის შანსი გვქონდა, რაც ვერ გავაკეთეთ, მაგრამ ნამდვილად მჯერა, რომ კარგი თამაში ჩავატარეთ და ალბათ, მათზე მეტი მომენტი შევქმენით.

ზოგადად, „მანჩესტერ სიტის“ ერთი გოლი ყველა თამაშში გააქვს და ვიცოდით, რომ ორი გოლი მაინც უნდა გაგვეტანა მოსაგებად, ეს ვერ შევძელით. ჩემმა ფეხბურთელებმა „ვალენსიასთან“ მატჩის შემდეგ მენტალიტეტი შეცვალეს, მათ სჯეროდათ საკუთარი თავის, უფრო მეტს მუშაობდნენ, მეტს დარბოდნენ. მთავარია, რომ ნამდვილად ძალიან კარგად ვითამაშეთ. პენალტების სერიაში შეცდომა მე დავუშვი“, - თქვა მენდილიბარმა.

შეგახსენებთ, რომ „სევილიამ“ ევროპის სუპერთასზე მეშვიდედ ითამაშა და პირველ ჯერზე მოგება მოახერხა, მაგრამ ბოლო ექვსი მცდელობა ანდალუსიურ გუნდს წარუმატებელი ჰქონდა.

0.137882