ფეხბურთი

11:43 | 17.08.2023 | ნანახია 743 - ჯერ

პეპ გვარდიოლა: "გუნდისგან მოტივაციის ნაკლებობის განცდა ადრე მქონდა, ამჯერად ასე არ ყოფილა"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „სევილიასთან“ გამარჯვებისა და ევროპის სუპერთასის მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, წარსულში ჰქონდა გუნდისგან მოტივაციის ნაკლებობის განცდა, მაგრამ ამჯერად ეს შეგრძნება არ ჰქონია.

„ედერსონმა რამდენჯერმე გადაგვარჩინა. გასულ კვირაში „არსენალთან“ პენალტებში წავაგეთ, მაგრამ ამჯერად მოვიგეთ. კოულ პალმერისთვის მსგავს ფინალში თამაში ადვილი არ იყო, თუმცა შესანიშნავად ითამაშა.

შესაძლოა, ენ-ნესირმა ცუდად დაარტყა, როდესაც მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ ედერსონმა გადაგვარჩინა. მეორე ტაიმის პირველი წუთების შემდეგ ვიპოვეთ ჩვენი თამაში, უფრო ვაკონტროლებდით შეხვედრას. ანგარიშის გათანაბრების შემდეგ ვიგრძენით, რომ გუნდი, რომელსაც გოლის გატანა კიდევ შეეძლო, ჩვენ ვიყავით.

„სევილიას“ არაჩვეულებრივი ფეხბურთელები ჰყავს, შესანიშნავი მეკარე და ფლანგის გამოცდილი მცველები. ისინი შეტევაშიც სახიფათონი არიან. წარსულში მქონდა განცდა მოტივაციის ნაკლებობის შესახებ, მაგრამ დღეს ეს განცდა არ მქონია. ნამდვილად გვიხარია, რომ ეს თასი მოვიგეთ. ახლა შემდეგი ტიტულის მოსაგებად მოვემზადებით საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატზე“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ პეპ გვარდიოლამ ევროპის სუპერთასი მეოთხედ მოიგო. მან ეს სამ სხვადასხვა გუნდთან ერთად გააკეთა („ბარსელონა“, „ბაიერნი“, „მანჩესტერ სიტი“), რაც რეკორდია. „სიტიმ“ ევროპის სუპერთასი ისტორიაში პირველად მოიგო.


კომენტარები (15)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

06:19 | 28.08.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (43218)

ან შეიძლება საერთოთ დაასრულოს კარიერა

06:20 | 28.08.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (43218)

მთელი ეპოქა კი შექმნა

05:39 | 27.08.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (43218)

მთავარი ჩემპიონატებიდან იტალია და საფრანგეთი დარჩა სადაც არ წასულა, თუ წავა ალბათ იტალიაში

05:40 | 27.08.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (43218)

და გუნდი ალბათ იუვენტუსი

20:19 | 24.08.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (43218)

ზუსტათ არ ვიცი კონტრაქტი როდის ეწურება, მერე მგონი ნაკრებში მიდის

03:03 | 25.08.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (43218)

თვითონ აქვს ნათქვამი ესპანეთის გაწვრთნა უნდა

08:42 | 23.08.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (43218)

ძაან მინდა წითლების მწვრთნელიც გახდეს

08:41 | 23.08.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (43218)

მანჩეს მოჯადოებულ წრეს ერთადერთი გვარდი თუ უშველის

20:33 | 21.08.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (43218)

გვარდიოლას არასდროს არ აქვს მოტივაციის ნაკლებობა

15:45 | 19.08.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (43218)

ან შეიძლება ინგლისში დარჩეს და სხვა გუნდი ჩაიბაროს

05:43 | 19.08.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (43218)

ბარსას მეორეთ ჩაბარებაზეც არ იტყოდა უარს

05:42 | 19.08.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (43218)

არამგონია იტალიაში წავიდეს, თუ წავა ალბათ ისევ ესპანეთში დაბრუნდება

05:35 | 18.08.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (43218)

იმას გააჩნია როდემდე აქ კონტრაქტი, მის გაწყვეტას ალბათ არ აპირებს, და მერე შეიძლება საერთოთ კარიერაც დაასრულოს

00:08 | 18.08.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (43218)

მე ვფიქროფ რომ, მისი სანაკრებო კარიერა უფრო საინტერესო იქნება ვიდრე სხვა კლუბში გადასვლა

00:06 | 18.08.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (43218)

იტალიაში რომელ გუნდში წავა ნეტა, თუ საერთოთ წავიდა

13:53 | 17.08.2023
Kobe Bean (21711)

3 სეზონიც უნდა გაჩერდეს სიტიში და მერე წავიდეს იტალიაში.10 სეზონი ექნება პრემიერლიგაში გატარებული რაც საკმარისი იქნება

13:21 | 17.08.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (43218)

პრემიერლიგა შოტლანდიის ჩემპიონატივით გადააქცია, მაგრამ იქ ორი გუნდი მაინც არი ფაორიტი, აქ კი მარტო ესენი არიან

13:16 | 17.08.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (43218)

რა მოტივაციის ნაკლებობა, ტიპმა ლიგა მოიგო და პრემიერლიგას ინტრიგა დაუკარგა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124592
სარეკლამო ადგილი - 99
X x X