ფეხბურთი

11:02 | 17.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ალეკსანდრ მიტროვიჩი საუდის არაბეთში გადასვლასთან ახლოსაა

სერბეთის ნაკრებისა და „ფულჰემის“ თავდამსხმელი ალეკსანდრ მიტროვიჩი ახლოსაა „ალ-ჰილალში“ გადასვლასთან.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 28 წლის ფორვარდი არაბებს ივლისში მოურიგდა პირად კონტრაქტზე და „ფულჰემისგან“ მწვანე შუქს ელოდება. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, საუდელები და ინგლისელები შეთანხმებას მოახერხებენ. ამ ეტაპზე ფინანსური დეტალები არ ხმაურდება.

„ალ-ჰილალს“ ეკონომიკურად პრობლემები არ აქვს და ცოტა ხნის წინ ნეიმარის შეძენაც მოახერხა, ახლა კი, ცენტრფორვარდის პოზიციას გააძლიერებს.

ალეკსანდრ მიტროვიჩი „ფულჰემში“ 2017 წლიდან თამაშობს და 206 მატჩში 111 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის „ნიუკასლის“, „ანდერლეხტის“, „პარტიზანისა“ და „ტელეპტიკის“ წევრი იყო, ხოლო სერბეთის ნაკრებში 81 თამაშში თავი 52-ჯერ გამოიჩინა.

0.117641