ფეხბურთი

1:12 | 17.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტიმ" ევროპის სუპერთასი მოიგო, გვარდიოლამ რეკორდი დაამყარა

„მანჩესტერ სიტიმ“ ევროპის სუპერთასი მოიგო. პეპ გვარდიოლას გუნდმა პირეოსში, ევროპა ლიგის ჩემპიონი „სევილია“ პენალტების სერია ში დაამარცხა.

ესპანურმა გუნდმა მრისხანე მეტოქეს ტოლი არაფერში დაუდო, კარგა ხანს იგებდა კიდეც, მაგრამ საბოლოოდ, უტიტულოდ დარჩა. „სევილიელი დალაქები“ 25-ე წუთზე შესანიშნავი თავური დარტყმით იუსეფ ენ-ნესირიმ დააწინაურა და ესპანელებმა ტაიმი მოიგეს.

„სიტიმ“ 63-ე წუთზე გაათანაბრა. გოლი ისევ თავური დარტყმით გავიდა, როდესაც კოლ პალმერი შესანიშნავად გაისარჯა და წონასწორობა აღადგინა. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა და გამარჯვებული პენალტების სერიაში გაირკვა.

მანჩესტერელებმა 5-ვე პენალტი გაიტანეს, სევილიელებმა - 4. გადამწყვეტი იყო ბოლო პენალტი, რომელიც ნემანია გუდელიმ ვერ გაიტანა, ბურთის ხარიხას მოხვდა.

ამრიგად, „მანჩესტერ სიტიმ“ ევროპის სუპერთასი ისტორიაში პირველად მოიგო, ხოლო „სევილიამ“ 2006 წელს შეძლო ამ თასის მოპოვება და იმის მერე ზედიზედ მე-6 ფინალი დათმო ევროპის სუპერთასზე.

პეპ გვარდიოლა გახდა პირველი მწვრთნელი, რომელმაც ევროპის სუპერთასი სამ სხვადასხვა გუნდთან ერთად მოიგო („ბარსელონა“, „ბაიერნი“, „მანჩესტერ სიტი“) - ჯამში ესპანელი სპეციალისტი ამ ტიტულს მეოთხედ დაეუფლა.

„მანჩესტერ სიტი“ – „სევილია“ 1:1 პენ: 5:4 (0:1)

0.120392