ფეხბურთი

17:10 | 16.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

დიმიტრი პაიე ბრაზილიურ გუნდში გადავიდა

ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი დიმიტრი პაიე კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს.

პაიემ „ვასკო და გამასთან კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა და 10-ნომრიანი მაისური მოირგო. ის ბრაზილიურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, რადგან მარსელის „ოლიმპიკი“ სამი კვირის წინ დატოვა.

პაიე „მარსელში“ 2013-2015 წლებში თამაშობდა, შემდეგ „ვესტ ჰემში“ გადავიდა, მაგრამ 2017 წლის იანვარში „ველოდრომზე“ დაბრუნდა, სადაც ამ სეზონამდე ირჯებოდა. მას „ოლიმპიკის“ მაისურით ჯამში 303 მატჩი აქვს ჩატარებული და 78 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, დიმიტრი ექსელსიორში, „ნანტში“, „სენტ-ეტიენსა“ და „ლილში“ თამაშობდა, ხოლო საფრანგეთის ნაკრებში 2010-2018 წლებში 38 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა.

0.115739