გერმანიის ნაკრების მცველი რობინ გოზენსი კარიერას „უნიონ ბერლინში“ გააგრძელებს. მან დედაქალაქურ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
გოზენსის კარიერაში „უნიონი“ პირველი გერმანული კლუბი იქნება და ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს, რადგან ბერლინელებმა გასულ სეზონში ამ ტურნირზე თამაშის უფლება მოიპოვეს.
გოზენსმა ბოლო სეზონ-ნახევარი „ინტერში“ გაატარა, სადაც 58 მატჩში 5 გოლი გაიტანა. მანამდე „ატალანტაში“, „დორდრეხტსა“ და „ჰერაკლესში“ გამოდიოდა, ხოლო გერმანიის ნაკრებში 16 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.