ფეხბურთი

23:20 | 15.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფედერაცია უკან არ იხევს: სპალეტი იტალიის ნაკრების მწვრთნელობასთან ახლოსაა

„ნაპოლის“ პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის განცხადებას მიუხედავად, იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ არჩევანი ლუჩანო სპალეტიზე გააკეთა და უკან დახევას არ აპირებს.

Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, ფედერაციის პრეზიდენტი გაბრიელე გრავინა ბოლო დღეებში სპალეტის მიმართულებით უდიდესი მონდომებით მუშაობს და ტოსკანელ სპეციალისტთან შეთანხმების მიღწევასთან ძალიან ახლოსაა, მხოლოდ დეტალები აკლია.

ის ფაქტი, რომ სპალეტის „ნაპოლისთან“ ცალმხრივი კონტრაქტი აკავშირებს და კლუბი კომპენსაციის თანხას, 3 მილიონ ევროს ითხოვს, ფედერაციას არ აბრკოლებს. საქმეზე ფედერაციის ადვოკატები მუშაობენ. კონცეფცია მარტივია: ეროვნული ნაკრები არცერთ ტურნირზე არ ეჯიბრება „ნაპოლის“, არ არის მისი კონკურენტი და შესაბამისად, ნაკრებში სპალეტის წასვლის შემთხვევაში, კლუბს არ ექნება კომპენსაციის უფლება.

ამრიგად, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, 64 წლის სპეციალისტი იტალიის ნაკრების თავკაცი გახდება და რობერტო მანჩინის შეცვლის, რომელმაც „სკუადრა აძურა“ საკუთარი ნებით მოულოდნელად დატოვა.

0.111055