„არსენალმა“ „ბრენტფორდიდან“ დავიდ რაიას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
„მეთოფეებმა“ 27 წლის ფეხბურთელი ერთწლიანი იჯარით გადაიბირეს და 22-ნომრიანი მაისური გადასცეს. უცნობია, პირველი თუ მეორე მეკარის სტატუსი ექნება გუნდში, რადგან „არსენალს“ აარონ რამსდეილი ჰყავს, რომელმაც გასული სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარა.
დავიდ რაიამ „ბრენტფორდში“ 161 მატჩი ჩაატარა, მანამდე კი „სოუტპორტისა“ და „ბლექბერნის“ ღირსებას იცავდა.